ფეხბურთი

19:46 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერმა მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ვეტერანმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად საფრანგეთის ნაკრები დაასახელა.

როგორც მან თქვა, საფრანგეთის ნაკრებს ყველაფერი აქვს და ტურნირის წინ მუნდიალზე ყველაზე მაღლა აყენებს:

„მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები? მე საფრანგეთს ყველა დანარჩენზე მაღლა დავაყენებდი. მათ უზარმაზარი ნიჭი აქვთ და დიდიე დეშამი ამ ტიპის შეჯიბრის სამართავად საჭირო გამოცდილებას ფლობს. როდესაც საფრანგეთის წინააღმდეგ თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 0:0-ია, უკვე წაგებული გაქვს მატჩი. ძალა განსხვავებას ქმნის.

მბაპე? მზად ვარ, ფსონი დავდო, რომ მას შესანიშნავი მსოფლიოს ჩემპიონატი ექნება. ის ძალიან მკაცრად შეაფასეს. კილიანი საოცარი ტალანტია, რაც ბევრმა დაივიწყა“, - თქვა ვენგერმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098493