ფეხბურთი

20:54 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ქენან ილდიზს 100 მილიონადაც არ გაყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ქენან ილდიზის გაყიდვას მიმდინარე ზაფხულს არ აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

კლუბის გეგმები 21 წლის თურქთან დაკავშირებით ნათელია: ის ხელშეუხებელია და ტრანსფერს არ ექვემდებარება.

ცნობილია, რომ ილდიზის მიმართ ინტერესს „არსენალი“ და „ჩელსი“ იჩენენ, გავრცელებული ცნობით, 100 მილიონი ევროს გადახდაზეც თანახმა არიან, მაგრამ „იუვე“ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას არანაირ ფასზე არ აპირებს.

ქენან ილდიზი „იუვენტუსის“ მთავარ გუნდში 2023 წლიდან თამაშობს და 131 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090501