ფეხბურთი

23:37 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" "ნოტინგემს" ელიოტ ანდერსონში 120 მილიონი შესთავაზა

„მანჩესტერ სიტიმ“ „ნოტინგემ ფორესტს“ ელიოტ ანდერსონის ტრანსფერზე 120 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი შესთავაზა.

ინგლისურ კლუბს ძალიან სურს ახალგაზრდა ინგლისელის გადაბირება, კონკურენცია კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უწევს, რის გამოც შეთავაზება გაზარდა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „სიტიმ“ „ნოტინგემს“ 106 მილიონი გირვანქა სტერლინგი გარანტირებულად, ხოლო პლუს 15 მილიონი ბონუსად შესთავაზა. „ფორესტის“ პასუხი ჯერ უცნობია, მაგრამ „სიტის“ სანდრო ტონალის შეძენაც სურს „ნიუკასლიდან“.

ელიოტ ანდერსონმა „ნოტინგემის“ მაისურით ბოლო ორ სეზონში 92 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.213986