ფეხბურთი

2:56 | 11.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისმა და პორტუგალიამ მუნდიალის წინ ბოლო სპარინგები მოიგეს

პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბოლო ამხანაგური თამაში ჩაატარა და ნიგერია 2:1 დაამარცხა.

პორტუგალია 23-ე წუთზე პედრო ნეტოს გოლით დაწინაურდა. აკორ ადამსმა პირველი ტაიმის მიწურულს აკორ ადამსმა წონასწორობა აღადგინა. პორტუგალიამ მაინც მოიგო - 75-ე წუთზე ფრანსისკო კონსეისაომ გაიტანა გადამწყვეტი გოლი.

პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ტურში 17 ივნისს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება.

ინგლისის ნაკრებმა კოსტა რიკასთან ისპარინგა, რომელიც 3:0 დაამარცხა. ალბიონელები დეკლან რაისის გოლით მეცხრე წუთზე დაწინაურდნენ, 68-ე წუთზე კი ენტონი გორდონმა პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა. თომას ტუხელის გუნდმა მესამე გოლიც გაიტანა, რომელიც ოლი უოტკინსის აქტივშია.

ინგლისის ნაკრები პირველ ტურში 18 ივნისს, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171193