კალათბურთი

10:26 | 11.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

„სან ანტონიოს“ ორი რეკორდი

2025-26 წლების ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის ფინალის მე-4 თამაში დასრულდა. „ნიუ-იორკ ნიქსმა“ „სან ანტონიო სფურზს“ უმასპინძლა. თამაში ნიუ-იორკში, „მედისონ სკვერ გარდენში“ გაიმართა და მასპინძელი გუნდის გამარჯვებით 107:106 დასრულდა.

ახლა სერიაში „ნიქსი“ 3:1 ლიდერობს.

მასპინძლებს შორის გუნდს 36 ქულით, ხუთი მოხსნით და შვიდი პასით მცველი ჯალენ ბრანსონი ლიდერობდა. ცენტრმა კარლ-ენტონი ტაუნსმა ორმაგი დუბლი შეასრულა: 13 ქულა და 10 მოხსნა. ტაუნსმა ასევე ორი პასი გააკეთა.

სტუმრებს შორის ფრანგმა ცენტრმა ვიქტორ უემბანიამამ ორმაგი დუბლი შეასრულა: 24 ქულა, 13 მოხსნა და ერთი პასი მიითვალა.

მე-5 თამაში 13-14 ივნისის ღამეს სან ანტონიოში გაიმართება.

ამ მატჩში „სან ანტონიომ“ ორი რეკორდი დაამყარა: „სფურზი“ დიდ შესვენებაზე NBA-ს ფინალის ისტორიაში სტუმარ გუნდებს შორის ყველაზე დიდი უპირატესობით გავიდნენ მოედნიდან (+29) და ასევე დაამყარეს NBA-ს ფინალის რეკორდი ტაიმში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით (14).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169651