2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი დღეს, 11 ივნისს, მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის გაიმართება. Opta-ს სტატისტიკის პლატფორმის სუპერკომპიუტერმა იწინასწარმეტყველა მომავალი თამაშის შედეგი.
ხელოვნური ინტელექტის მიხედვით, მექსიკას გამარჯვების 66.3%-იანი შანსი აქვს, სამხრეთ აფრიკას კი - 14.3%-იანი.
შეგახსენებთ, რომ მექსიკა-სამხრეთ აფრიკის მატჩი მეხიკოში, „ესტადიო აცტეკაზე“ გაიმართება. ეს პირველი დღის ერთადერთი შეხვედრა გახლავთ. გახსნის ცერემონია მატჩამდე 90 წუთით ადრე დაიწყება. თამაში კი თბილისის დროით 23 საათზე.
საინტერესოა, რომ მანამდე „აცტეკამ“ ორჯერ უმასპინძლა მუნდიალის გახსნის მატჩებს: 1970 წელს: მექსიკა - სსრკ (0:0), და 1986 წელს იტალია - ბულგარეთი (1:1).







