ფეხბურთი

12:54 | 11.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ ბრაზილიის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში დაასახელა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში დაასახელა. იტალიელი მწვრთნელის თქმით, ტურნირის გახსნითი თამაში - ჯგუფურ ეტაპზე მაროკოსთან - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბრაზილიელებისთვის. მატჩი კვირას, 14 ივნისს, აშშ-ში, MetLife სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 2:00 საათზე დაიწყება.

„მსოფლიო ჩემპიონატის პირველი თამაში უაღრესად მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ყველა მატჩი მთავარია, მაგრამ მსურს, რომ ჯგუფური ეტაპი ცხრილში პირველ ადგილზე დავასრულოთ“, - ციტირებს AlmarssadPro ანჩელოტის სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121538