ფეხბურთი

13:20 | 11.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას პრეზიდენტმა სომალელი მსაჯისთვის აშშ-ში შესვლის საკამათო აკრძალვის ფაქტი შეაფასა

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ სომალელი მსაჯის, ომარ აბდულკადირ არტანისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. ხელისუფლების გადაწყვეტილება მსაჯის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ეჭვებით იყო განპირობებული. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.

„ეს უსიამოვნოა. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ყველაფერს არ ვაკონტროლებთ. ვცდილობთ ყველაფრის მოგვარებას. ზოგჯერ ყვირილი და კივილი საპირისპირო შედეგს იძლევა. ნუ დამიჯერებთ, თუ არ გსურთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გადაწყვეტილებების პოვნას. ჩვენ მსოფლიოს მეფეები არ ვართ“, - ციტირებს ჯანი ინფანტინოს სიტყვებს The Athletic.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი მეხიკოში, „ესტადიო აცტეკაზე“ გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 11-დან 27 ივნისამდე გაგრძელდება. გუნდები ერთმანეთს წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან (თითოეული სამ-სამი მატჩი). თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი, რვა საუკეთესო მესამეადგილოსან გუნდთან ერთად, პლეი-ოფში გავა. სულ 104 მატჩი ჩატარდება, რაც მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091774