1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა კრისტოფ დუგარიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ფავორიტია.
„ჩვენ ვართ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები. რა არის ცუდი იმის თქმაში, რომ აქ მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვედით? გვყავს ხარისხიანი, საუკეთესო მოთამაშეები და ეს უნდა გავაკეთოთ.
ჩვენი ფეხბურთელების ხარისხს ვერ უგულებელვყოფთ. პრობლემა გვაქვს დაცვაში, მაგრამ გვყავს რეზერვები დაცვაშიც, ნახევარდაცვასა და შეტევაში.
რომელი გუნდია ჩვენზე უკეთ მომზადებული? აშკარა ფავორიტები ვართ. ტურნირის ვერმოგება დიდიე დეშამისთვის კატასტროფა იქნებოდა“, - ციტირებს დუგარის სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დღეს, 11 ივნისს იწყება. საფრანგეთი I ჯგუფში სენეგალის, ნორვეგიისა და ერაყის წინააღმდეგ ითამაშებს. პირველ მატჩს ფრანგები სენეგალთან გამართავენ 16 ივნისს.







