ჰაიტის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო ფიფას მოთხოვნა და დათანხმდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საშინაო და გასვლითი ფორმების დაუყოვნებლივ სრულად შეცვლას. ფიფამ ადრე დაბლოკა ორიგინალი მაისური, მისი ელემენტების „პოლიტიკურად“ მიჩნევის გამო- გვამცნობს The Athletic.
ფიფას სანქციები გამოწვეული იყო ქსოვილზე დაბეჭდილი გამოსახულებით, რომელიც ასახავდა ჰაიტის რევოლუციის და 1803 წელს ვერტიერის ფინალური ბრძოლის მონაწილეთა სილუეტებს. ფიფას რეგულაციების თანახმად, ფორმაზე მკაცრად აკრძალულია სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სლოგანების, განცხადების ან გამოსახულების გამოყენება. ფიფას კომიტეტმა ბაიონეტის გრაფიკა წესების დარღვევად მიიჩნია, დიზაინის წმინდა ისტორიული კონტექსტის მიუხედავად.
ჰაიტის ნაკრების წარმომადგენლებმა ფედერაციის განაჩენს „არასწორი ინტერპრეტაცია“ უწოდეს, თუმცა კოლუმბიურ მწარმოებელ Saeta-ს სწრაფად მოსთხოვეს შესწორებები. საბოლოოდ, ისტორიული გრაფიკა მთლიანად წაიშალა და ჰაიტის ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას ტურნირის წინა ოფიციალური ფოტოსესიისთვის განახლებული, ერთფეროვანი მაისურებით წარსდგა.







