ფეხბურთი

17:39 | 11.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

დონალდ ტრამპი არ დაესწრება აშშ-ის ეროვნული ნაკრების პირველ მატჩს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაესწრება აშშ-სა და პარაგვაის შორის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს ლოს-ანჯელესში - გვამცნობს Politico.

აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციას მატჩზე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ დროს, როდესაც ადმინისტრაცია ტურნირთან დაკავშირებულ რიგ დიპლომატიურ და ორგანიზაციულ გართულებებს აწყდება, მათ შორის ზოგიერთი მონაწილე ქვეყნისა და დელეგაციისთვის ვიზებთან დაკავშირებულ საკითხებს.

აშშ-ის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩს 13 ივნისს ჩაატარებს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში. ჯგუფური ეტაპი 11-27 ივნისის ჩათვლითაა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090343