ფიფამ ამხანაგური მატჩების შემდეგ და მსოფლიოს ჩემპიონატის რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელია.
ვილი სანიოლის გუნდმა ივნისში რუმინეთის ნაკრებთან ფრედ (1:1) ითამაშა, ხოლო ბაჰრეინის ნაკრები დაამარცხა (2:0). შედეგად, საქართველოს რეიტინგში 4.12 ქულა შეემატა და 1355.26 ქულით ისევ 72-ე ადგილზეა.
...69. ჩრდ. მაკედონია - 1369.16 ქულა
70. ჩრდ. ირლანდია - 1365.30
71. იამაიკა - 1357.84
72. საქართველო - 1355.26
73. განა - 1346.88
74. ისლანდია - 1342.77
75. ფინეთი - 1341.92
მოწინავე ათეულში ორი ცვლილება მოხდა და მთავარი: ლიდერი შეიცვალა. არგენტინა მესამე ადგილიდან დაწინაურდა და გალიდერდა, სამაგიეროდ, საფრანგეთი პირველი საფეხურიდან მესამე პოზიციაზე დაქვეითდა. კიდევ ერთი ცვლილება ისაა, რომ მაროკო მეშვიდე ადგილზე აღზევდა, ნიდერლანდები მერვეზე დაქვეითდა.
1. არგენტინა - 1877.27 ქულა
2. ესპანეთი - 1874.71
3. საფრანგეთი - 1870.70
4. ინგლისი - 1828.02
5. პორტუგალია - 1767.85
6. ბრაზილია - 1765.86
7. მაროკო - 1755.10
8. ნიდერლანდები - 1753.57
9. ბელგია - 1742.24
10. გერმანია - 1735.77
ფიფა რეიტინგს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 20 ივლისს განაახლებს.





