ფეხბურთი

18:45 | 11.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვარდი: "იტალიური ფეხბურთი ნელი და დაცვითია, ვარჯიშებზე სირბილის მეტი არაფერია"

„კრემონეზეს“ ფეხბურთელმა ჯეიმი ვარდიმ ისაუბრა იტალიური და ინგლისური ფეხბურთის განსხვავებებზე.

როგორც მან თქვა, იტალიაში ვარჯიშზე მხოლოდ სირბილს ეთმობა ყურადღება და სხვა მეტი არაფერი აინტერესებთ, ამიტომაც, თამაშებზე უკვე გამოფიტულები იყვნენ:

„როგორია იტალიური ფეხბურთი ინგლისურ ფეხბურთთან შედარებით? ის გაცილებით ნელია, უფრო თავდაცვითი. ვარჯიში შეუჩერებელია: დარბიხარ, დარბიხარ, დარბიხარ. შემდეგ თამაშს იწყებ და, აღარაფერი შეგიძლია. 38, 39 წლის ასაკში კარგი არ არის, არა? მაგრამ არა მხოლოდ ჩემთვის. აქ ასე მუშაობს. და სპორტულ დირექტორს ყველაფერში ჩარევა შეუძლია, ეს სიგიჟეა.

„ბოლონიასთან“ მატჩის წინ, ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც ჩვეულებრივ ინგლისში ვაკეთებთ. თამაშამდე ერთი დღე დავისვენეთ. ყველა მოედანზე გამოცოცხლებული გავედით და 3:1 მოვიგეთ. ამიტომ, ვფიქრობდი: „კარგი, ასე გავაგრძელებთ“. ამის ნაცვლად კი, ისევ იგივე, ყოველდღე ვვარჯიშობდით, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ „ეს მატჩი მართლაც მნიშვნელოვანია, დასვენების დრო არ არის, უნდა ვივარჯიშოთ“, - თქვა ვარდიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმი ვარდიმ გასულ სეზონში „კრემონეზეს“ მაისურით სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093301