ფეხბურთი

18:12 | 11.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

სომალელი არბიტრი, რომელსაც მუნდიალზე უნდა ემსაჯა, ევროპის სუპერთასის მატჩს განსჯის

სომალელი მსაჯი ომარ არტანი, რომელიც ამერიკამ ქვეყანაში არ შეუშვა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ემსაჯა, უეფამ ევროპის სუპერთასზე, პსჟ - „ასტონ ვილას“ მატჩის მსაჯად დანიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

"ომარ არტანი შესანიშნავი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი მსაჯია, რომელმაც თავი წარმოაჩინა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის უმაღლეს საშეჯიბრო დონეზე. ფეხბურთი შექმნილია ადამიანების დასაკავშირებლად და უეფას სურს გამოხატოს თავისი პატივისცემა ომარის და მისი გამორჩეული უნარების მიმართ, რამაც მას ასეთი პრესტიჟული ნომინაცია მოუტანა. მადლობელი ვარ ჩემი მეგობრის, აფრიკის კონფედერაციის პრეზიდენტის, პატრის მოცეპეს, ჩვენი ინიციატივის ენთუზიაზმით მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსადერ ჩეფერინმა.

ომარ არტანი უნდა გამხდარიყო პირველი სომალელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იმსაჯებდა, მაგრამ ამერიკამ მას ვიზა გააუქმა სავარაუდოდ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო და უკან გააბრუნა.

ომარ არტანს სამშობლოში ნამდვილი გმირივით დახვდნენ და სტადიონზე მის გამო 70 000 გულშემატკივარიც შეიკრიბა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ ევროპის სუპერთასისთვის 12 აგვისტოს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172381