მაროკოს ნაკრების ფეხბურთელები ნაიეფ აგერდი და აბდე ეზალზული მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებენ. ორივე ფეხბურთელმა გუნდი ტრავმის გამო დატოვა.
მთავარმა მწვრთნელმა მოჰამედ უაჰბიმ ისინი უკვე შეცვალა - გუნდში იხმეს "ფატეჰის" მცველი მარვან საადანი და "ანჟერის" შემტევი ამინე სბაი. ორივე ფეხბურთელს ჯამში სულ რაღაც 8 სანაკრებო მატჩი აქვს. შესაბამისად, მაროკოს ნაკრებისთვის ეს სრულფასოვანი შეცვლა ვერ იქნება, რადგან აგერდი და უზალზული გუნდის ლიდერები არიან.
ნაიეფ აგერდს მაროკოს ნაკრებში 64 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო აბდე ეზალზულის აქტივში 35 თამაშში 2 გოლია.
მაროკოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის, შოტლანდიისა და ჰაიტის ნაკრებებს შეხვდება.







