ფეხბურთი

22:37 | 11.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო "რეალის" მწვრთნელია

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ბენფიკამ“ 15 მილიონი ევროს ანაზღაურება მიიღო. „რეალის“ დირექტორთა საბჭომ, რომელიც დღეს, ხუთშაბათს, 11 ივნისს შეიკრიბა და რომელსაც ფლორენტინო პერესი უხელმძღვანელებს, შეთანხმდა, ჟოზე მოურინიო პირველი გუნდის მწვრთნელად დანიშნოს შემდეგი სამი სეზონისთვის, 2029 წლის 30 ივნისამდე. ჟოზე მოურინიო „რეალს“ 13 ივლისს შეუერთდება, სეზონისწინა ვარჯიშის დაწყების დღეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პორტუგალიელმა ალვარო არბელოა შეცვალა და „სამეფო კლუბში“ 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ჟოზე მოურინიო „რეალს“ 2010-2013 წლებში წვრთნიდა და გუნდს სამი ტიტული მოაგებინა: თითოჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163246