ფეხბურთი

22:59 | 11.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრებში ბალერდის ნაცვლად "ტოტენჰემის" ახალწვეული გამოიძახეს

არგენტინის ნაკრებში ლიონელ სკალონიმ იძულებითი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული ლეონარდო ბალერდის ნაცვლად მსოფლიოს ჩემპიონატზე მარკოს სენესი იქნება.

„ტოტენჰემის“ ახალწვეულს, რომელიც „დეზებს“ „ბორნმუთიდან“ გუშინ შეუერთდა, არგენტინის ნაკრებში დღემდე სულ რაღაც სამი მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093084