მადრიდის „რეალი“ ბერნარდო სილვას დამატებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
31 წლის პორტუგალიელთან ორწლიან კონტრაქტზე, ერთი წლით განახლების ვარიანტით შეთანხმების მიღწევასთან ესპანური გრანდი ძალიან ახლოსაა. მისი ტრანსფერი „რეალში“ ჟოზე მოურინიომ მოითხოვა.
ბერნარდოს დამატება „ბარსელონას“ და „ატლეტიკოსაც“ სურდათ, მაგრამ მადრიდის „რეალმა“ ორივე კონკურენტზე სწრაფად და კარგად იმოქმედა. მოგეხსენებათ, სილვა თავისუფალი აგენტია, მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
ბერნარდომ კარიერა ლისაბონის „ბენფიკაში“ დაიწყო, შემდეგ „მონაკოში“ გაითქვა სახელი, ხოლო 2017 წლიდან „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 460 შეხვედრაში 76 გოლის გატანა მოახერხა.





