ფეხბურთი

0:00 | 12.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" გენერალური დირექტორი დაითხოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ გენერალური დირექტორის, დამიენ კომოლის გათავისუფლება გადაწყვიტა.

ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილია. ფრანგთან თანამშრომლობა კლუბმა შეწყვიტა. კომოლი „იუვეში“ ერთი წლის წინ მივიდა, მაგრამ მისი საქმიანობა კატასტროფული გამოდგა - პრაქტიკულად ყველა ტრანსფერი, რომელიც განახორციელა, გაუმართლებელი გამოდგა.

კომოლის გარდა, „იუვენტუსს“ ფრანსუა მოდესტო დატოვებს, რომელიც ასევე კლუბის მენეჯმენტში მუშაობდა. როგორც იტალიური მედია წერს, კომოლისა და მოდესტოსთან გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის კონფლიქტი ჰქონდა.

ცნობილია ისიც, რომ „იუვენტუსის“ ახალი სპორტული ხელმძღვანელი ჯოვანი კარნევალი იქნება, რომელიც „სასუოლოში“ მუშაობს. თუმცა, ის მზადაა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტოს და ტურინულ გრანდს შეუერთდეს. მოსალოდნელია, რომ ეს ინფორმაცია ხვალ ოფიციალურად დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ გასული სეზონი ჩააგდო, სერია A-ში მეექვსე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე თამაში მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091119