კალათბურთი

1:23 | 12.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 9 ქულა და "ბარსელონას" ერთი ნაბიჯი ფინალამდე

ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ისევ დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ბარსამ“ აჯობა მეტოქეს და საბოლოოდ, 97:89 გაიმარჯვა. საკვანძო მეორე პერიოდი იყო, რომელიც კატალონიელებმა 12 ქულით მოიგეს.

თორნიკე შენგელიამ 22 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.

გიორგი შერმადინს კი, რომელსაც გულზე პრობლემები აქვს, ისევ არ უთამაშია და ალბათ, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

"ბარსელონა" 2:0 დაწინაურდა და ფინალამდე ერთი მოგება აშორებს. სერიის მესამე მატჩი 13 ივნისს, ტენერიფეში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116072