საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მარკის რიდმა „ტრაბზონსპორი“ დატოვა.
ეს ინფორმაცია თურქული გუნდის სპორტულმა დირექტორმა კომერტ კუჩემ დაადასტურა.
„ჩვენმა პრეზიდენტმა ნამდვილად მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო სპეციალურად რიდისთვის: მას ფანტასტიკური ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ, რომელიც წასვლის პუნქტსაც მოიცავდა, მაგრამ პირველივე დღიდან დღემდე ის გვეუბნებოდა, რომ მისი ოცნება ევროლიგაა და რომ მას ბოლომდე დაელოდებოდა. ჩვენი გზები გაიყო. მადლობას ვუხდით მას და მის ოჯახს მისი სამსახურისთვის“, - თქვა კუჩემ.
შეგახსენებთ, რომ მარკის რიდი თურქეთის სუპერლიგის ბოლო ორი სეზონის MVP გახდა, ჯერ "ტოფაშის" და შემდეგ "ტრაბზონის" რიგებში.







