ფეხბურთი

11:39 | 12.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "გოლებს და ინდივიდუალურ მიღწევებს სიამოვნებით დავთმობ, თუ ეს მსოფლიო ჩემპიონობის მომტანი იქნება”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და გუნდის ლიდერმა კილიან მბაპემ ფრანგულ ტელევიზია M6-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კომენტარი სოფლიო ჩემპიონატზე გააკეთა. მისი თქმით, ის მზადაა გოლები დათმოს, თუ ეს მისი ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონობის მომტანი იქნება.

"მირჩევნია გოლების გატანა და ინდივიდუალური მიღწევები დავთმო, ოღონდ ჩემპიონი გავხდე. ამას ხელს ახლავე ხელს მოვაწერდი, თუ ეს გამარჯვებას ნიშნავს და სიამოვნებით ვიქნები პირველი, ვინც შანზ-ელიზეზე ზეიმს დაიწყებს.

მზადყოფნა და გუნდის მდგომარეობა

„ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ძალიან ბედნიერი ვარ ეროვნულ ნაკრებში ყოფნით, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მომენტია. მომზადება კარგად მიდის და ვიცით, რომ წინ რთული გზა გველოდება, მაგრამ მზად ვართ ფინალამდე საბრძოლველად დავბრუნდეთ",

მსოფლიო ჩემპიონატის სირთულე

„ორი მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილებას რომ ვიხსენებ, იყო რთული მომენტებიც, მაგრამ ამ დონეზე ძალიან ცოტას შეუძლია თამაში, ეს რეალობაა, რომელსაც უნდა შეეგუო. მჯერა, რომ ისტორიის შესაქმნელად ტანჯვა აუცილებელია",

ლიდერის როლი და გამოცდილება

„ბედნიერი ვარ, რომ ამ ტურნირზე ვთამაშობ და შემიძლია ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეხმარო, განსაკუთრებით ემოციური მხარის მართვაში. აქ იმისთვის, რომ სხვებს ფეხბურთის თამაში ვასწავლო, უბრალოდ მთავარია ზეწოლის მართვა შევძლოთ ყველამ ერთად“,

მოტივაცია და ისტორიის გამეორება

„ძალიან კარგად ვიცი, რამდენად რთულია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. წლების გასვლასთან ერთად მთავარი გამოწვევა არის სურვილისა და მოტივაციის შენარჩუნება. ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა, ჩემპიონობაა და ამისთვის ყველაფერს გავიღებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საფრანგეთის ხალხი გავახაროთ. ყველაფერს გავიღებთ, რომ ფინალამდე მივიდეთ და 19 ივლისს მოედანზე გავიდეთ," - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 16 ივნისს სენეგალის წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.195584