ლონდონის "ჩელსისა" და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მარკ კუკურელამ ესპანურ გამოცემა Cope-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, თუ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდება, ის მთავარი მწვრთნელის ლუის დე ლა ფუენტეს სახეს დაიხატავს.
"თუ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, მე მზად ვარ ლუის დე ლა ფუენტეს სახე დავიხატო სხეულზე",
ესპანელმა ფეხბურთელმა ასევე კომენტარი გააკეთა მის მომავალთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის "ჩელსიში" ბედნიერია.
"ბედნიერი ვარ იქ, სადაც ახლა ვარ. ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ ახლა მთელი კონცენტრაცია მუნდიალზე მაქვს და არაფრის მოსმენა არ მსურს", - განაცხადა კუკურელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში კუკურელიას სახელი "ბარსელონას" დაუკავშირეს, თუმცა ფეხბურთელის თქმით, ის "ჩელსიში" თავს ბედნიერად გრძნობს.







