ფრანგმა ფეხბურთელმა უსმან დემბელემ კილიან მბაპეს მიმართ ესპანურ მედიაში გაჟღერებულ კრიტიკაზე ისაუბრა და მისი თანაგუნდელი საჯაროდ დაიცვა. მისი თქმით, მბაპეს მიმართ დამოკიდებულება ხშირად უსამართლო და გადამეტებულია.
"მის მიმართ უსამართლოდ იქცევიან და ხშირად მის მიმართ გაჟღერებული კრიტიკა გადაჭარბებულია. ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია და ამასთან ერთად ის მოედნის მიღმაც გამორჩეული ადამიანია, მე მას დიდი ხანია ვიცნობ.
ზოგჯერ კრიტიკას უბრალოდ იმიტომ ვაზვიადებთ, რომ ის კილიან მბაპეა და ვფიქრობ, არ უნდა ვიყოთ მასთან ასეთი მკაცრები. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ის ლიდერია, ჩვენი გუნდის კაპიტანია და ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა", - განაცხადა დემბელემ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 16 ივნისს სენეგალის წინააღმდეგ გამართავს.







