ვეტერანმა შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა FOXSports-თან ინტერვიუს დროს "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელ ლამინ იამალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, იამალი განსაკუთრებული ფეხბურთელია და გულშემატკივარი სწორედ მისნაირი ფეხბურთელების სანახავად დადის სტადიონზე.
„ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ეს არის მოთამაშე, რომლის გამოც ხალხი სტადიონზე მიდის, ბილეთში დიდ თანხას იხდის და უბრალოდ თამაშით ტკბება. მისი თამაში ტელევიზიითაც განსაკუთრებული და ძალიან კარგი ჩანს, მაგრამ როცა ახლოდან უყურებ, ის კიდევ უფრო განსაკუთრებულია,“ - განაცხადა ზლატანმა.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა 2025-2026 წლების სეზონში "ბარსელონას" მაისურით 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 24 გოლთან ერთად 18 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





