45 წლის გერმანელი სპეციალისტი დინო ტოპმიოლერი ფრანგული "ლანსის" მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, გერმანელი სპეციალისტი კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და პიერ საჟს შეცვლის. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.
დინო ტოპმიოლერი ბოლოს "აინტრახტში" მუშაობდა, ხოლო იქამდე "ვირტონსა" და "დუდელანჟშიც" უმუშოავია. რაც შეეხება პიერ საჟს, ფრანგი სპეციალისტი კარიერას ინგლისში გააგრძელებს და "კრისტალ პალას" ჩაიბარებს.





