სხვა

16:43 | 12.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურიამ ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო ჩხუბზე კომენტარი გააკეთა

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ UFCFreadom250-ის ღონისძიებაზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას კითხვა ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო ბრძოლაზე დაუსვა, რაზეც ილიამ შემდეგნაირად უპასუხა:

„შეეშვით ამ კაცს, ის უკვე პენსიაზეა გასული. როგორ განვითარდებოდა მოვლენები? არ ვიცი და მგონი ამას ვერც ვერასდროს გავიგებთ. არ მგონია, რომ ის ოდესმე სპორტში დაბრუნდეს. ხაბიბის მიმართ მხოლოდ პატივისცემა გამაჩნია, მას UFC-ში საოცარი კარიერა და წარმატებული გზა ჰქონდა", - განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას 14 ივნის (ჩვენი დროით 15 ივნის გამთენიისას) ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096515