მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 35 მოთამაშემდე შემცირდა.
შეკრება დატოვეს ბურჯმა დაჩი ჭელიძემ და კვაჭმა ნიკოლოზ ღარიბაშვილმა. ტრავმა მიიღო და გუნდს გამოაკლდა ფრანგული ‘ლიონის’ მესამეხაზელი ლუკა საღინაძე.
მათ ნაცვლად უმცროს ბორჯღალოსნებს შეუერთდა ‘ორიაკის’ ბურჯი ნიკოლოზ კუმარიტოვი. შედეგად, გუნდი მზადებას 35 მოთამაშით აგრძელებს.
16 ივნისს ჩვენი 20-წლამდელები რუსთავის რაგბის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრას აშშ-ს წინააღმდეგ გამართავენ. თამაში 18 საათზე დაიწყება და მასში გუნდები არასტანდარტული განაცხადით, 30-30 მოთამაშით წარსდგებიან, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელი ვიტო კოლელიშვილი, სატურნირო, 30-კაციან შემადგენლობას დაასახელებს.
უმცროსი ბორჯღალოსნები 22 ივნისს 14 საათზე, ასევე რუსთავში, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ. აქ გუნდები უკვე 23-კაციანი განაცხადით იქნებიან.
მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოს ორი ქალაქი - თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს. პლანეტის 16 საუკეთესო გუნდი ჯამში 40 თამაშს გამართავს - 20-ს თბილისში და 20-ს ქუთაისში. შეგახსენებთ, საქართველო 20-წლამდელთა ჩემპიონატს მეორედ (პირველად 2017 წელს) მასპინძლობს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასკვნით შეკრებაზე
შენიშვნა: პირველად წერია კლუბი რომელშიც მოთამაშე ამჟამად თამაშობს, მეორედ - აღმზრდელი კლუბი
შერკინება: გიორგი ტურაშვილი (კასტრი, ლელო), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი, ოიონა), ლუკა იასეშვილი (ხარები, ხარები), დავით არჩვაძე (ლელო, ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, ბრივი), გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი, აკადემია), ლევან ეზიეშვილი (მონტობანი, ხვამლი), არჩილ ნოზაძე (აჟენი, წიქარა), ნიკოლოზ კუმარიტოვი (ორიაკი, ლოკომოტივი), საბა ნოზაძე (ნევერი, არმაზი), გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, ანტვერპენი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, არმია), ანდრია ბილანიშვილი (ლელო, აკადემია), დავით ბარამია (ტულონი, ლელო), გიორგი მეფარიშვილი (აია, ღონე), თორნიკე ტორაძე (აია, აია), ლუკა ნარსია (აია, აია), გიორგი ზაზაძე (ხარები, ხარები), გიორგი არძენაძე (კოლხი რაინდები, ჩაქვი), ირაკლი ყოლბაია (ლელო, კოლხი რაინდები), მიხეილ შიოშვილი (ტულონი, ლელო);
ხაზი: გიორგი ხონელიძე (ტულონი, ლელო), დაჩი წიკლაური (ხვამლი, ხვამლი), თემურ ძოძუაშვილი (აია, აია), მათე მახარაძე (ხვამლი, ბათუმი), გიგი სირბილაძე (ოიონა, ლელო), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი, ლოკომოტივი), დავით ბარბაქაძე (ლიონი, არმია), დემეტრე დევდარიანი (ლელო, აკადემია), დათა ახვლედიანი (ლელო, ლელო), ავთანდილ ზვიადაძე (აია, აია), ლუკა ტაბატაძე (არმია, არმია), საბა ნატროშვილი (არმია, ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო, ჩაქვი), დათა არობელიძე (არმია, არწივები).
მთავარი მწვრთნელი: ვიტო კოლელიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი ბეგაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე
მენეჯერი: ლაშა ლომიძე
ვიდეო ანალიზი: ნიკო გიგინეიშვილი
ექიმი: გოგა მირველაშვილი
ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი
RUGBY.GE







