ფეხბურთი

19:45 | 12.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო: "იტალიის გამო შეგვიძლია გუნდების რაოდენობა მუნდიალზე 208-მდე გავზარდოთ"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ამბობს, რომ 2030 წლის მუნდიალზე 64 გუნდის მონაწილეობს საკითხზე მსჯელობენ.

გარდა ამისა, ფიფას პრეზიდენტმა იტალიის ნაკრებთან დაკავშირებით იხუმრა:

„უკვე შევაფასეთ ტურნირის 64 გუნდამდე გაფართოების შესაძლებლობა, რათა მთელი მსოფლიო კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს. საკითხი FIFA-ს საბჭოს წარედგინა, მაგრამ მანამდე, მოდით, ვისიამოვნოთ ამ პირველი გამოშვებით, რომელშიც 48 გუნდია. 64 გუნდით, შესაძლოა, იტალიამ შეძლოს კვალიფიკაცია... და თუ მაინც არა, შეგვიძლია რიცხვი 208-მდე გავზარდოთ, რათა უზრუნველვყოთ მათი მონაწილეობა“, - იხუმრა ბოლოს ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს 2014 წელს ითამაშა და მას შემდეგ ზედიზედ მესამე მუნდიალი გამოტოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090278