ფეხბურთი

20:16 | 12.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰიმნებზე მთელი გუნდით მოედანზე გასვლა დელ პიეროს იდეა იყო

მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდები ჰიმნების დროს მთელი შემადგენლობით მოედანზე არიან, რაც სიახლეა.

თუ აქამდე, მოედანზე ჰიმნზე მხოლოდ ძირითად შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები იყვნენ, მიმდინარე მუნდიალზე ამის უფლება მთელ გუნდს აქვს. ეს იდეა ალესანდრო დელ პიეროს ეკუთვნის, რომელმაც ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მიაწოდა. ფიფასაც იდეა მოეწონა და სისრულეში მოიყვანა:

„ისინი ყველანი გუნდის ნაწილი არიან“, - უთხრა დელ პიერომ ინფანტინოს, რომელმაც ეს პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

„მან სათადარიგო სკამიდან შესვლიდან გაიტანა გერმანიასთან ისტორიული გოლი, არ ვიცი, ამიტომ გაუჩნდა თუ არა ეს იდეა, მაგრამ საინტერესოდ მომეჩვენა, რის შემდგომაც ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შევთავაზეთ, ყველა მომხრე იყო“, - აღნიშნა ფიფას პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერჯერობით, მატჩები მხოლოდ A ჯგუფში გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.186364