ფეხბურთი

20:45 | 12.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

დენი მერფი: "ლივერპულის" ადგილას კვარაცხელიას შესაძენად ყველაფერს გავაკეთებდი"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დენი მერფმა განაცხადა, რომ „ლივერპულმა“ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად.

როგორც მან თქვა, იან დიომანდეს ტრანსფერი რისკის შემცველია, კვარაცხელიას ყიდვა კი კლუბისთვის გარანტია იქნება, რომ ის კარგად ითამაშებს:

„ლივერპულის” მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ძალიან ბევრს გადავიხდიდი. მას ისევე მარტივად შეუძლია მარჯვნივ თამაში, როგორც მარცხნივ, და ალბათ, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია.

როდესაც ფეხბურთელმა გარკვეული დრო გაატარა პსჟ-ში და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, შესაძლოა, პრემიერლიგაში თამაშის გამოწვევა მისთვის საინტერესო იყოს. ეს ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ის ჩამოვა, რისკი არ იქნება, მაშინ, როცა დიომანდეს მსგავს ახალგაზრდა ფეხბურთელს შეიძლება დრო დასჭირდეს“, - თქვა მერფმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088541