ფეხბურთი

22:50 | 12.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" დრამატული გამარჯვებული "დილასთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურში „დინამო ბათუმმა“ გორის „დილა“ დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თამაში იდეალურად დაიწყო და მე-11 წუთზე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა: ანგარიში პენალტით ნიკა კალანდარიშვილმა გახსნა, რასაც მალევე დმიტრი მანდრიჩენკოს გოლი მოჰყვა.

პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებმა აბდულმალიკ ოლატუნჯის გოლით სხვაობა შეამცირეს, ხოლო 56-ე წუთზე ბათუმელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან ლაზარე კუპატაძემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. „დილამ“ ეს უპირატესობა გამოიყენა და 84-ე წუთზე ბანკსონ ანოფმა წონასწორობა აღადგინა.

თუმცა, „დინამომ“ მაინც მოიგო, რადგან 87-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა პენალტით დუბლი შეასრულა.

„დინამო ბათუმი“ 24 ქულით მეხუთეა და წინ „ტორპედოსთან“ მატჩი აქვს, „დილა“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა და 20 ქულით მერვეა, ხოლო მომდევნო ტურში „სპაერს“ გაეჯიბრება.

„დინამო ბათუმი“ – „დილა“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 კალანდარიშვილი (9, პენ), 2:0 მანდრიჩენკო (11), 2:1 ოლატუნჯი (36), 2:2 ანოფი (84), 3:2 კალანდარიშვილი (87, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091226