ფეხბურთი

23:33 | 12.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

განის ნაკრების ვიცე-კაპიტანი კანადაში არ შეუშვეს

განის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიცე-კაპიტნის გარეშე იქნება, რადგან ტომას პარტეი კანადაში არ შეუშვეს.

კანადის მთავრობამ ვიზის მოთხოვნა უარყო, ვინაიდან პარტეი ბოლო თვეებში გაუპატიურებაში იყო ბრალდებული და მის საქმეს ამჟამად სასამართლო განიხილავს.

შესაბამისად, პარტეი განის ნაკრებს პირველ ტურში, პანამასთან მატჩში ვერ დაეხმარება. სამაგიეროდ, განას მომდევნო მატჩები ინგლისსა და ხორვატიასთან აშშ-ში აქვს, სადაც გამოცდილი ფეხბურთელი გუნდის დახმარება მოახერხებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108281