პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს და მსოფლიოს ჩემპიონატს დიდი იმედით ხვდებიან.
„ფიზიკურად კარგად ვარ. არ უყურეთ „ალ ნასრის“ მატჩებს? ამ შეჯიბრს დიდი იმედით ვხვდებით. მომზადება ინტენსიური და დამღლელი იყო, მაგრამ ძალიან კარგად ვიშრომეთ. მაღალი ხარისხის თაობა გვყავს, რომელსაც შეუძლია გულშემატკივრებს დიდი კმაყოფილება მიანიჭოს. ყველაზე მნიშვნელოვანია კარგად დაწყება, თითოეული თამაშის ეტაპობრივად ჩატარება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების მცდელობა. პირველი, მეორე და მესამე თამაშები უნდა მოვიგოთ“, - თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, უზბეკეთისა და კოლუმბიის ნაკრებები იქნებიან.







