ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მაროკოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, გაწეული სამუშაო საშუალებას აძლევთ, რომ მუნდიალზე კონკურენტიანი გუნდი ჰყავდეთ:
„უცხოელი მწვრთნელის ყოლა ბრაზილიისთვის პირველი შემთხვევაა. ჩვენს მიერ გაწეული სამუშაო საშუალებას გვაძლევს, ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე კონკურენტუნარიანი ვიყოთ. ტურნირის სათამაშოდ მზად ვართ. ხვალ საღამოს მოედანზე გასვლისას, კონცენტრირებულები ვიქნებით. მაროკო შესანიშნავი გუნდია, მათ დიდ პატივს ვცემ. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის.
ნეიმარი? ველით, რომ ის სრულად გამოჯანმრთელდება და გუნდში უკვე მომავალ კვირას დაბრუნდება. უდავო ტექნიკური თვისებების გარდა, ის გამოცდილებას და ლიდერობის უნარებსაც შეიცავს“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და მაროკოს შეხვედრა 14 ივნისს, თბილისის დროით 02:00 საათზე გაიმართება.







