საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა მაიკლ ოლისემ განაცხადა, რომ ბავშვობაში მისი კუმირები ფრანგი ფეხბურთელები იყვნენ, ამიტომაც, საფრანგეთის ნაკრებში თამაშზე არჩევანი ადვილად გააკეთა:
„რთულია საკლუბო ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებთან შედარება. ოლიმპიადზე უპირველეს ყოვლისა, საფრანგეთში ვთამაშობდით. გულშემატკივრების მხარდაჭერა გვქონდა. როგორც ფეხბურთელს, ოლიმპიურ თამაშებზე თამაშის შესაძლებლობა ხშირად არ გეძლევა. ვთამაშობდი ფეხბურთელებთან, ვისგანაც ყველაფერი ვისწავლე და ტიერი ანრის მწვრთნელობა ჩემთვის ფანტასტიკური გამოცდილება იყო.
ამ სეზონში ჩემი მიზანი იყო საფრანგეთთან და „ბაიერნთან“ ერთად ყველაფრის მოგება იყო. რატომ ავირჩიე საფრანგეთი? ბავშვობაში ფეხბურთელები, რომლებიც მიყვარდა, ფრანგები იყვნენ: ზიდანი, ტიერი ანრი, რიბერი. ბავშვობაში ყოველთვის საფრანგეთში დავდიოდი“, - თქვა ოლისემ.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ოლისე ინგლისში დაიბადა და გაიზარდა, საფრანგეთის ნაკრებში კი 2024 წლიდან დღემდე 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა.





