პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა უსმან დემბელემ Marca-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბარსელონას“ დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
მან აგრეთვე ისაუბრა კილიან მბაპეს მიმართ კრიტიკაზე, ლიონელ მესიზე და ისურვა, რომ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდება.
„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე „ბარსელონას“ დატოვებით. ჩემს შემთხვევაში, ვფიქრობ, კლუბის დატოვების დრო იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“ ძალიან მიჯაჭვული ვიყავი, კლუბს, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პსჟ-ში გადასვლა.
კილიანის მიმართ ძალიან ბევრი კრიტიკოსია. მბაპე წარმოუდგენელია, საუკეთესო მოთამაშე და მოედნის გარეთაც შესანიშნავი ბიჭია. ხალხი მის მიმართ ასე აგრესიული არ უნდა იყოს. ისინი კილიანს ყველაფრისთვის აკრიტიკებენ, რასაც ის აკეთებს. ეს გადაჭარბებულია.
ლიონელ მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. 38 წლისაა, მაგრამ მაინც ფანტასტიკურია. მისი ხარისხი არასდროს ძველდება, ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ლეოს კიდევ შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება.
ზინედინ ზიდანი ლეგენდაა, ის მაგალითია. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საფრანგეთის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. მან ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მას ასევე შეუძლია წარმოუდგენელი სამუშაოს შესრულება ეროვნულ ნაკრებში“, - თქვა დემბელემ.





