ფეხბურთი

11:08 | 13.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "აქ მხოლოდ ჩემპიონობისთვის ვართ, ეს ერთადერთი მისიაა"

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ვინისიუსმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში მაროკოს ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ბრაზილიის ნაკრების ერთადერთი მისია მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა:

„აქ მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად ვართ. სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა. ეს ერთადერთი მისიაა. ჩემი კონტრაქტის განახლება „რეალთან“? ახლა ბრაზილიაზე ვარ კონცენტრირებული. „რეალზე“ ვისაუბრებ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდება და შემდეგი სეზონი დაიწყება.

დარჩა 8 თამაში: შემიძლია ეს ამბავი შევცვალო ჩვენი ქვეყნისთვის და ფეხბურთელებისთვის. არ ვსაუბრობ გოლებზე ან საგოლე გადაცემებზე, არამედ კარგად თამაშსა და გუნდისთვის თავდაჯერებულობის მოპოვებაზე. მნიშვნელობა არ აქვს რამდენ გოლს გავიტან. მნიშვნელოვანია, სად მივალთ.

კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით თამაში უდიდეს სიმშვიდეს მანიჭებს. ის დიდ თავისუფლებას და თავდაჯერებულობას მაძლევს, რომ ყველაფერი გავაკეთო“, - თქვა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებისა და მაროკოს მატჩი 14 ივნისს, თბილისის დროით 02:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160225