მიუნხენის „ბაიერნი“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ნათანიელ ბრაუნს დაიმატებს.
„რეკორდმაისტერმა“ 22 წლის ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია და მზადაა „აინტრახტს“ 55 მილიონი ევრო გადაუხადოს. მიუნხენურ კლუბში დარწმუნებული არიან, რომ ფრანკფურტელებს მოურიგდებიან. ამრიგად, ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.
ბრაუნს ინგლისის პრემიერლიგის კლუბებიც იწვევდნენ, მაგრამ მას მიუნხენის „ბაიერნში“ თამაში სურს და ის კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
ნათანიელ ბრაუნი „აინტრახტში“ 2023 წლიდან თამაშობს და 72 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, მანამდე „ნიურნბერგის“ ღირსებას იცავდა, ხოლო გერმანიის ნაკრებში 5-ჯერ უთამაშია.





