ფეხბურთი

15:10 | 13.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" შესაძლოა ბერძენი გარემარბი დაიმატოს

ლონდონის „არსენალი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გარემარბის დამატებას აპირებს და კლუბი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი „ბრიუგეს“ 24 წლის შემტევი ხრისტოს ცოლია. „არსენალსა“ და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი უკვე დაწყებულია.

თუმცა, საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია, რადგან „მეთოფეებს“ გარემარბის პოზიციაზე სხვა, თანაც ფავორიტი ვარიანტები ჰყავთ - ლონდონელთა მთავარი სამიზნეები მორგან როჯერსი და ბრედლი ბარკოლა არიან.

ხრისტოს ცოლისი 2024 წლიდან „ბრიუგეში“ თამაშობს, რომლის მაისურით 108 მატჩში 43 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის სალონიკის „პაოკის“, „ნორვიჩ სიტის“, „ტვენტესა“ და „დიუსელდორფის“ რიგებში გამოდიოდა, საბერძნეთის ნაკრებში კი 32 თამაშში 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165171