„ნოტინგემ ფორესტი“ მილანის „ინტერის“ ნახევარმცველის, დავიდე ფრატეზის შეძენითაა დაინტერესებული.
ნიკოლო სკირას ცნობით, მოლაპარაკებები დაწყებულია. „ინტერი“ მზადაა იტალიელი ნახევარმცველი გაყიდოს, რომელიც კლუბის გეგმებში არ შედის, მაგრამ იტალიელები ისევ 25-30 მილიონ ევროს ითხოვენ. გარდა ამისა, ფრატეზი „ნოტინგემში“ თამაშის პერსპექტივით მოხიბლული არაა.
დავიდე ფრატეზი „ინტერში“ 2023 წლიდან თამაშობს და 122 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.





