მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში აშშ-ის ნაკრებმა ლოს-ანჯელესში პარაგვაის ნაკრები 4:1 დაამარცხა.
ამ მატჩის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი 50-ე წუთზე შექმნილი სიტუაცია იყო, როდესაც ნიდერლანდელმა მთავარმა მსაჯმა, დენი მაკკელიემ, აშშ-ის ეროვნული ნაკრების მცველის, ტიმ რიმის მიერ პარაგვაის ნაკრების თავდამსხმელის, მიგელ ალმირონის წინააღმდეგ წესების დარღვევა დააფიქსირა და ამერიკელთა კაპიტანი გააფრთხილა.
თუმცა, ერთ წამში სიტუაციაში VAR გუნდი ჩაერია, მიუთითა, რომ მთავარი მსაჯის თავდაპირველი გადაწყვეტილება არასწორი იყო და ეპიზოდის გადახედვა მოითხოვა. შედეგად, მაკკელიემ გადაწყვეტილება შეცვალა, რიმს გაფრთხილება გაუუქმა და სამართლიანად დასაჯა ალმირონი სიმულაციისთვის.
ამრიგად, პირველად მოხდა მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში, რომ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი გაუუქმეს. ეს მიმდინარე მუნდიალზე სიახლეა.
შემდეგ მატჩს აშშ-ის ნაკრები ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს, ხო პარაგვაი თურთქეს დაუპირისპირდება.







