ფეხბურთი

12:55 | 13.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთეთ, ვნახოთ, მომდევნო მატჩებში როგორ ვითამაშებთ"

აშშ-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში პარაგვაის ნაკრებთან გამარჯვების (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ყველაფერი კარგად წავიდა, რადგან ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთეთ. წარმატებას მივაღწიეთ პარაგვაის მსგავს რთულ გუნდთან, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყოველთვის ძალიან რთულია.

ახლა უნდა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ შედეგის გამეორება ტურნირის შემდგომ პერიოდში. ძალიან ვამაყობ გუნდით, რადგან ვფიქრობ, ასეთი მატჩის შემდეგ ამერიკელი გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერას მივიღებთ. პულიშიჩის შეცვლა? სერიოზული არაფერია, დისკომფორტი იგრძნო და ბოლო მომენტში შეცვლა გადავწყვიტეთ.

ასე მუშაობს ეროვნულ ნაკრებებში: მხოლოდ მოთამაშეების შერჩევა შეგვიძლია, მაგრამ მათი გაწვრთნა არ შეგვიძლია. მსოფლიოს ჩემპიონატის მსგავსი ტურნირების დროს კი კვირაში სამი ან ოთხი ვარჯიში გაქვს და პრაქტიკულად ეს ერთადერთი დროა, როცა სათანადოდ შეგიძლია ვარჯიში.

გასული წლის ოქტომბრიდან, პარაგვაისა და ურუგვაის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, გუნდმა დაიწყო მკაფიო იდენტობის ჩამოყალიბება იმ მახასიათებლებით, რომელთა ნახვაც მისგან გვსურს.

შემდეგ რთული მარტი იყო; გარემოებები იდეალური არ იყო, რადგან ბევრი მოთამაშე არ იყო ხელმისაწვდომი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ჩვენი მოთამაშეების ფორმაზე ვართ დამოკიდებული, ასე რომ, დიახ, მარტი ყოველთვის რთული თვეა. შემდეგ პორტუგალიასა და ბელგიას ვეთამაშეთ და წავაგეთ. შემდეგ იყო ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი: სენეგალი, აფრიკის ჩემპიონი და გერმანია, რომელიც ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების პრეტენდენტია. ორივე მატჩში ნაჩვენები თამაში გვაძლევს რწმენას, რომ დღეს კარგად შეგვიძლია თამაში“, - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს აშშ-ის ნაკრები ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს, ხო პარაგვაი თურთქეს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091446