ფეხბურთი

14:00 | 13.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრები ბაზაზე გაძარცვეს

ინგლისის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე პრობლემები გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ბაზის მახლობლად სროლა იყო, ამჯერად კი გუნდს სავარჯიში ატრიბუტიკა მოპარეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, „სამი ლომის“ აღჭურვილობა და ტექნიკური მასალის დიდი ნაწილი მოიპარეს. პოლიციამ ორი პირი უკვე დააკავა. დაზარებულთა შორის არიან ჰარი კეინი და ჯუდ ბელინგემი, რომელთა ბუცები მოიპარეს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ხორვატიას უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ ჯგუფში ასევე დაუპირისპირდება განას და პანამას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092527