ტიბო კურტუამ მადრიდის „რეალში“ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა. ბელგიელ მეკარეს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, რაზეც მას შეკითხვა დაუსვეს.
ტიბოს პასუხი იყო, რომ თუ კარგად ითამაშებს, კონტრაქტის განახლება პრობლემა არ იქნება, მაგრამ ისიც ცხადია, რომ „რეალს“ მისი შემცვლელის მოძებნის დროც დაუდგება:
„რეალში“, როგორც კი 30 წლის ხდები, მხოლოდ ერთი წლით გიხანგრძლივებენ კონტრაქტს. ამიტომ, საკმაოდ მშვიდად ვარ. თუ ისე გავაგრძელებ თამაშს, როგორც აქამდე, კონტრაქტის განახლება პრობლემა არ იქნება. თუმცა, „რეალი“ უმაღლესი დონის კლუბია და გარკვეულ მომენტში მათ ჩემს მემკვიდრეზე ფიქრი მოუწევთ“, - თქვა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუა „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს და 333 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ბელგიელი მეკარე „ჩელსის“, „ატლეტიკოსა“ და „გენკის“ ღირსებას იცავდა.





