სხვა

14:34 | 13.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, ისაა, რომ გეიჯის პირველივე რაუნდში გავთიშავ"

UFC-ის გულშემატკივრები Freedom 250-ისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოლოდინში არიან. შეჯიბრება აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ჩატარდება და ბრძოლების წინ ოფიციალური პრესკონფერენციაც გაიმართა.

მებრძოლებმა ჟურნალისტების კითხვებს ლინკოლნის მემორიალის წინ სპეციალურად მოწყობილი სივრციდან პასუხობდნენ. პრესკონფერენციას განსაკუთრებულ იერს ისტორიული მონუმენტის ფონზე გამართული ტრადიციული პირისპირ დგომებიც სძენდა.

თუმცა, შთამბეჭდავმა ლოკაციამ ტურნირის მთავარი ბრძოლის მონაწილეებს შორის არსებული დაძაბულობა ვერ განმუხტა.

UFC Freedom 250-ის მთავარ შეხვედრამდე სულ უფრო იზრდება ინტერესიც და ემოციებიც - ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის სიტყვიერი დაპირისპირება პრესკონფერენციის დროს კიდევ უფრო გამწვავდა.

ორივე მებრძოლმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა, რის შემდეგაც მათ შორის არსებული კონკურენცია აშკარად შესამჩნევი გახდა.

დაძაბული ატმოსფერო განსაკუთრებით პირისპირ დგომის დროს იგრძნობოდა, როდესაც თოფურია და გეიჯი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და არც ერთი მათგანი უკან დახევას არ აპირებდა.

UFC Freedom 250-ის მთავარი ბრძოლა უკვე ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან დაპირისპირებად მიიჩნევა და გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელოდებიან, როგორ დასრულდება ოქტაგონში გადატანილი ეს დაძაბული ურთიერთობა.

“მსოფლიოში საუკეთესო ვარ. ორიოდე დღეში ერთ სივრცეს გავიზიარებთ და მას ექნება ოქტაგონი იმისთვის, რომ საპირისპირო დამიმტკიცოს. თუ არ მეთანხმები, დამიმტკიცე, რომ ვცდები. რაშიც ეჭვი მეპარება. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ არის ის, რომ პირველივე რაუნდში გავთიშავ”, - თქვა თოფურიამ.

ქართველ მებრძოლს მეტოქემაც უპასუხა: “დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა მწვრთნელმა შესანიშნავი გეგმა შეადგინა. ბევრი ვივარჯიშეთ ამაზე”, - თქვა გეიჯიმ.

ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა ორშაბათ გამთენიას შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098393