„ლა როშელის“ მორაგბე დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ დასახელდა. კლუბის ოფიციალურმა გვერდმა რეგულარული სეზონი შეაჯამა და ქართველი მორაგბის სტატისტიკა გამოარჩია.
ქართველმა უკანახაზელმა მეტოქეების ბოჭვა 96-ჯერ აიცილა, რაც სეზონში მისი ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბურთით გავლილი მანძილი, ნინიაშვილმა მიმდინარე გათამაშებაში 2135 მეტრი დაფარა და ამ კომპონენტში ჩემპიონატის ლიდერი გახდა.
სეზონის განმავლობაში ქართველმა მორაგბემ 9 ლელო გაიტანა. „ლა როშელი“ პლეი ოფშია და 14 ივნისს „სტად ფრანსეს“ შეხვდება.







