„ბარსელონას,“ „მანჩესტერ სიტისა“ და კოტ-დ’ივუარის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იაია ტურე ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გახდა ცნობილი.
მწვრთნელმა სლოვაკურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ტურე ადრე „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ აკადემიაში მუშაობდა და ლიეჟის „სტანდარდსა“ და საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელის თანაშემწედ ირჯებოდა.
„სლოვანმა“ 2025/2026 წლების სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა გურამ კაშიასთან ერთად.. გუნდმა ეროვნული ჩემპიონატი 27-ჯერ მოიგო, მათ შორის ჩეხოსლოვაკიის დროს.







