ფეხბურთი

20:53 | 13.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს მთავარი მწვრთნელი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიასთან მატჩის წინ: „ეს მაინც ბრაზილიაა“

მაროკოს მთავარმა მწვრთნელმა, მოჰამედ უაბიმ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიასთან თავისი გუნდის C ჯგუფის პირველი ტურის მატჩის წინ ისაუბრა. თამაში 14 ივნისს გაიმართება.

„ბევრი ამბობს, რომ ეს ის ბრაზილია აღარ არის, როგორიც ადრე იყო. მაგრამ ეს მაინც ბრაზილიაა. გულწრფელად რომ ვთქვა, თუ მათი მოთამაშეების ხარისხს, მათ ვნებას და ამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მონდომებას დააკვირდებით, ეს მაინც ბრაზილიაა. ჩვენთვის ეს პრესტიჟული მატჩია. დიდი პატივია მსოფლიო ჩემპიონატის კამპანია ბრაზილიასთან ერთად დავიწყოთ“, - განაცხადა უაბიმ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 11-დან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება. გუნდები ერთმანეთს წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან (თითოეული სამ მატჩს ჩაატარებს). თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი, რვა საუკეთესო მესამეადგილოსან გუნდთან ერთად, პლეი-ოფში გავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08967