ფეხბურთი

22:21 | 13.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის გულშემატკივრებმა 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოსთან მატჩის წინ ტაიმს სკვერი შეავსეს

ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრებმა ნიუ-იორკში ტაიმს სკვერი შეავსეს. მათ ტურნირის მაროკოსთან პირველი მატჩის მოლოდინი მოვლენად აქციეს, თითქმის მთელ ქალაქს მოედნენ ყვითელი მაისურებით. ჟივილ-ხივილს და ცეკვას არ წყვეტენ - გვამცნობს sports.yahoo.com.

ბრაზილიისა და მაროკოს შორის თამაში 14 ივნისს, ნიუ-იორკის ისტ-რატერფორდში, „მეტლაიფ სტადიონზე“ გაიმართება და თბილისის დროით ღამის 2:00 საათზე დაიწყება.

მეორე ტურში ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ჰაიტის (20 ივნისი), ხოლო მესამე რაუნდში (25 ივნისი) შოტლანდიას დაუპირისპირდება. მაროკო მეორე რაუნდში (20 ივნისი) შოტლანდიას შეხვდება, ხოლო მესამე რაუნდში (25 ივნისი) ჰაიტის.

ჯგუფური ეტაპი 11-დან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება. გუნდები ერთმანეთს წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან (თითოეული სამ-სამ მატჩს ჩაატარებს). თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი, რვა საუკეთესო მესამეადგილოსან გუნდთან ერთად, პლეი-ოფში გავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092423